ტრენინგის მე-9 დღე
წარმატებით დამთავრდა ტრენინგის სრული კურსი, რომელმაც ბევრი საინტერესო და პრაქტიკული რჩევა მოგვცა. პროექტზე დაფუძნებული სწავლება შემდეგი უპირატესობით გამოირჩევა:
იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა
იზრდება მოსწავლეთა კომუნიკაციისა და თანამშრომლობითი უნარები.
მოსწავლეებს უმაღლდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა.
მოსწავლეები თვითონ ცდილობენ პრობლემის გადაწყვეტას.
იზრდება დამოუკიდებლობის ხარისხი.
ტრენინგის ბოლოს შევაჯამეთ თითოეული დღე. წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. საინტერესო იყო თითოეული წარმოდგენილი პროექტი ,რომლებიც პრეზენტატორებმა საოცარი მონდომებით წარადგინეს მსმენელის წინაშე.
თითოეული ჩვენი წარმატება ჩვენი საოცარი ტრენერის თემურ სახელაშვილის დამსახურებაა. მადლობა ჩვენს ტრენერს. მადლობა ტრენინგის ავტორებს.
No comments:
Post a Comment