ტრენინგის მე-3 დღე
გავეცანით პროექტზე დაფუძვნებული სწავლების დიაგრამას. მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება არ უნდა სცდებოდეს ე.ს.გ-ს . ვისაუბრეთ თუ რა მნიშვნელოვანია ისტ-ის გამოყენება პროექტის დაგეგმვის, მომზადებისა და განხორციელების საქმეში.პროექტებით სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას. გავეცანით სასწავლო პროექტის განხორციელების ეტაპებს. სათითაოდ განვიხილეთ პროექტის დაგეგმვის, მომზადების, განხორციელების,წარდგენისა და შეფასების ეტაპები.
ტრენინგის მიმდინარეობის დროს პრაქტიკულად შევასრულეთ დავალებები. დავწერეთ პროექტის გეგმის შაბლონი . პროექტის დაგეგმვა იწყება პრობლემის დასმითა და მიზნის განსაზღვრით. აუცილებელია მოსწავლეებს სწორად მივაწოდოთ პროექტის ზოგადი, თემატური თუ შინაარსობრივი კითხვები. პრაქტიკულად შევასრულეთ დავალება .პროექტის გეგმაში შევიტანეთ ე.ს.გ-ის საგნის სტანდარტი. აგრეთვე პროექტის ზოგადი ,თემატური და შინაარსობრივი კითხვები. დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.
No comments:
Post a Comment