Friday, October 19, 2018

ტრენინგის მე-7 დღე

                      ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგის ყოველი დღე პრაქტიკული სამუშაოებით იყო დატვირთული. ვიმუშავეთ განმავითარებელი თვითსეფასების რუბრიკებზე. იმისათვის რომ მოსწავლეებზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება დავგეგმოთ უნდა ჩავატაროთ მოკლე განმავითარებელი თვითშეფასება,რაც დაგვეხმარება როგორც ძლიერი მხარეების შენარჩუნებაში ,ასევე სუსტი მხარეების გაუმჯობესებაში . შეფასების გეგმის შედგენის პროცესში პრაქტიკულად განვსაზღვრეთ ხუთშტრიხიან სკალაზე როგორ შევაფასებდი ჩვენს მიმდინარე პრაქტიკას .გავეცანით პრეზენტაციის შეფესების ჩეკლისტს.გაზეთის შეფასების ჩეკლისტს  და ბროშურის შეფასების ჩეკლისტს.

No comments:

Post a Comment