რეფლექსია
ტრენინგის მე 2 დღე საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. დღევანდელი დღე დავიწყეთ საქაღალდის ჩამოტვირთვითა და განხილვით.
პროექტის მთავარი მიზანი არის გაუადვილოს და დაეხმაროს მასწავლებელს პროექტების განხორციელება, ხოლო მოსწავლეებში გაზარდოს დაინტერესება სწავლისადმი.განვიხილეთ ინტელის რესურსებიდან ერთ-ერთი - ბუკლეტის დამზადება. გავეცანით პროექტის შაბლონს. ამის შემდეგ კი ჯერ ხელით დავამზადეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი რესურსი ,ხოლო შემდეგ ეს ყველაფერი დავამზადეთ ელექტრონულად.
ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტის მიზნები და განსახორციელებელი აქტივობები . ჩემი პროექტი მიეკუთვნება სასწავლო პროექტების რიგს და გავითვალისწინე საგნის სტანდარტი(ქართული , ბუნება). მივიღე ჩემტვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია.
No comments:
Post a Comment