ტრენინგის მე 4 დღე
ტრენინგი ძალიან ნაყოფიერად მიმდინარეობს. პრაქტიკულად ვსწავლობთ პროექტის დაგეგმვას. გავიარეთ პროექტის თითქმის ყველა საფეხური. პროექტი იწყება იდეის მიწოდებით, ვადგენთ მოსწავლეთა საჭიროებებს, შემდეგ ხდება საინტერესო ბუკლეტების დამზადება.გონებრივი იერიშის მეთოდით განვიხილეთ მოსწავლეთა დაწყვილება -დაჯგუფების მეთოდები. ავირჩიე ჩემი პროექტისათვის საჭირო და ხელსაყრელიდაჯგუფების მეთოდი. შევქმენით რესურსი მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.რუბრიკა ,, კავშირი, დაკვირვება, შემოწმება''.პროექტის დასასრულს გავეცანით პროექტის პრეზენტაციის სთრუქტურას.
No comments:
Post a Comment