Sunday, October 14, 2018

ტრენინგის მე-6 დღე

                                             ტრენინგის მე-6  დღე


   დღევანდელი დღე   განსაკუთრებით  საინტერესოდ წარიმართა.  პრაქტიკულად ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ  და გადავუგზავნოთ მოსწავლეებს ბროშურებისა და გაზეთის შაბლონი.  მოსწავლემ სწორი მითითებებით  უნდა შეძლოს სრულყოფილი რესურსის დამზადება.
     ჩვენი პროექტის პორტფოლიო თანდათან უფრო სრულყოფილი ხდება.ვიმუშავეთ ბლოგის შექმნაზე. ; ბლოგზე  გვერდების ჩამატებასა და ბლოგის დიზაინის შექმნაზე ვისწავლეთ გაჯეტების დამატება, მივუთითეთ ბლოგზე სასარგებლო ლინკები. მივიღეთ საშინაო დავალება:  დავამზადოთ მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი( მოვირგოთ მოსწავლის როლი ).

No comments:

Post a Comment