Sunday, October 21, 2018

პროექტ-წელიწადის დროების პრეზენტაცია

ტრენინგის მე-9 დღე

                            ტრენინგის მე-9 დღე

  წარმატებით დამთავრდა  ტრენინგის სრული კურსი, რომელმაც ბევრი საინტერესო და პრაქტიკული რჩევა მოგვცა. პროექტზე დაფუძნებული სწავლება შემდეგი უპირატესობით გამოირჩევა:
იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა
იზრდება მოსწავლეთა კომუნიკაციისა და თანამშრომლობითი უნარები.
მოსწავლეებს უმაღლდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა.
 მოსწავლეები თვითონ ცდილობენ პრობლემის გადაწყვეტას.
იზრდება დამოუკიდებლობის ხარისხი.
ტრენინგის ბოლოს შევაჯამეთ თითოეული დღე. წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. საინტერესო იყო თითოეული წარმოდგენილი პროექტი ,რომლებიც პრეზენტატორებმა საოცარი მონდომებით წარადგინეს მსმენელის წინაშე.
თითოეული ჩვენი წარმატება ჩვენი  საოცარი ტრენერის თემურ სახელაშვილის დამსახურებაა. მადლობა ჩვენს ტრენერს. მადლობა ტრენინგის ავტორებს.

Saturday, October 20, 2018

ტრენინგის მე-7 დღე

                           ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგის მე-7 დღეს ვიმუშავეთ  დისტანციურ სწავლებაზე.ვიმუშავეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების ,აგრეთვე ნიჭიერი ბავშვების დიფერენცირებაზე. ბლოგზე ავტვირთეთ  ჩვენი პროექტი და  მივაბით ლინკი. პრაქტიკულად  ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციაზე.დღე იყო საინტერესო და პრაქტიკული სამუშაოებით დატვირთული.ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს თეიმურაზ სახელაშვილს საოცრად კარგი ტრენინგისთვის.

Friday, October 19, 2018

ტრენინგის მე-7 დღე

                      ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგის ყოველი დღე პრაქტიკული სამუშაოებით იყო დატვირთული. ვიმუშავეთ განმავითარებელი თვითსეფასების რუბრიკებზე. იმისათვის რომ მოსწავლეებზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება დავგეგმოთ უნდა ჩავატაროთ მოკლე განმავითარებელი თვითშეფასება,რაც დაგვეხმარება როგორც ძლიერი მხარეების შენარჩუნებაში ,ასევე სუსტი მხარეების გაუმჯობესებაში . შეფასების გეგმის შედგენის პროცესში პრაქტიკულად განვსაზღვრეთ ხუთშტრიხიან სკალაზე როგორ შევაფასებდი ჩვენს მიმდინარე პრაქტიკას .გავეცანით პრეზენტაციის შეფესების ჩეკლისტს.გაზეთის შეფასების ჩეკლისტს  და ბროშურის შეფასების ჩეკლისტს.

Sunday, October 14, 2018

ტრენინგის მე-6 დღე

                                             ტრენინგის მე-6  დღე


   დღევანდელი დღე   განსაკუთრებით  საინტერესოდ წარიმართა.  პრაქტიკულად ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ  და გადავუგზავნოთ მოსწავლეებს ბროშურებისა და გაზეთის შაბლონი.  მოსწავლემ სწორი მითითებებით  უნდა შეძლოს სრულყოფილი რესურსის დამზადება.
     ჩვენი პროექტის პორტფოლიო თანდათან უფრო სრულყოფილი ხდება.ვიმუშავეთ ბლოგის შექმნაზე. ; ბლოგზე  გვერდების ჩამატებასა და ბლოგის დიზაინის შექმნაზე ვისწავლეთ გაჯეტების დამატება, მივუთითეთ ბლოგზე სასარგებლო ლინკები. მივიღეთ საშინაო დავალება:  დავამზადოთ მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი( მოვირგოთ მოსწავლის როლი ).

Saturday, October 13, 2018

ტრენინგის მე-5 დღე

                                          ტრენინგის  მე-5 დღე


  დღევანდელი დღე  პრაქტიკული სავარჯიშოებით დავიწყეთ.გადავხედეთ პროექტის გეგმას.  ვისწავლეთ  პროექტის პრეზენტაციის  შექმნა და  ჩავაშენეთ ბლოგზე, ვიმუშავეთ  ბლოგზე რესურსისა და ვიდეოს ატვირთვაზე    და  ამ რესურსის მისამართის მინიჭებაზე. საკმაოდ  ბევრი ვისაუბრეთ საავტორო უფლებების  კონფიდენციალობასა და მათ დაცვაზე. ჩვენს პროექტს თან  დავურთეთ  შესაბამისი ლიტერატურის ნუსხა თავისი მისამართებით.დღე იყო საკმაოდ ნაყოფიერი .

პროექტის რესურსი

<iframe src="https://docs.google.com/presentation/d/e/2PACX-1vRjBTzRv67TE8Ke6ah-QgJDgJ34tKzjZpsCdL6FUsJ24DGNZ_bCry0TTzH_p83ewyxuGxUz_BqA0n4g/embed?start=false&loop=false&delayms=3000" frameborder="0" width="960" height="749" allowfullscreen="true" mozallowfullscreen="true" webkitallowfullscreen="true"></iframe>

proeqtis prezentacia

<iframe src="https://docs.google.com/presentation/d/e/2PACX-1vRjBTzRv67TE8Ke6ah-QgJDgJ34tKzjZpsCdL6FUsJ24DGNZ_bCry0TTzH_p83ewyxuGxUz_BqA0n4g/embed?start=false&loop=false&delayms=3000" frameborder="0" width="960" height="749" allowfullscreen="true" mozallowfullscreen="true" webkitallowfullscreen="true"></iframe>

Friday, October 12, 2018

ტრენინგის მე 4 დღე

                                           ტრენინგის მე 4 დღე

 ტრენინგი ძალიან ნაყოფიერად მიმდინარეობს. პრაქტიკულად ვსწავლობთ   პროექტის დაგეგმვას. გავიარეთ პროექტის თითქმის ყველა საფეხური. პროექტი იწყება იდეის მიწოდებით,    ვადგენთ მოსწავლეთა საჭიროებებს,  შემდეგ ხდება საინტერესო ბუკლეტების დამზადება.გონებრივი იერიშის მეთოდით განვიხილეთ მოსწავლეთა დაწყვილება -დაჯგუფების  მეთოდები.  ავირჩიე ჩემი პროექტისათვის საჭირო და ხელსაყრელიდაჯგუფების მეთოდი. შევქმენით რესურსი მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.რუბრიკა  ,, კავშირი, დაკვირვება, შემოწმება''.პროექტის დასასრულს გავეცანით პროექტის პრეზენტაციის სთრუქტურას.

Sunday, October 7, 2018

ტრენინგის მე-3 დღე

                               ტრენინგის მე-3 დღე

  გავეცანით პროექტზე დაფუძვნებული  სწავლების დიაგრამას.  მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება არ  უნდა სცდებოდეს ე.ს.გ-ს . ვისაუბრეთ თუ რა მნიშვნელოვანია ისტ-ის გამოყენება  პროექტის დაგეგმვის, მომზადებისა და განხორციელების საქმეში.პროექტებით სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეთა  კვლევითი, შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას. გავეცანით სასწავლო პროექტის განხორციელების ეტაპებს. სათითაოდ განვიხილეთ პროექტის დაგეგმვის, მომზადების, განხორციელების,წარდგენისა და შეფასების  ეტაპები.
     ტრენინგის მიმდინარეობის დროს პრაქტიკულად შევასრულეთ დავალებები. დავწერეთ  პროექტის გეგმის შაბლონი . პროექტის დაგეგმვა იწყება პრობლემის დასმითა და მიზნის განსაზღვრით. აუცილებელია მოსწავლეებს სწორად მივაწოდოთ პროექტის ზოგადი, თემატური თუ შინაარსობრივი კითხვები. პრაქტიკულად შევასრულეთ დავალება .პროექტის გეგმაში შევიტანეთ ე.ს.გ-ის საგნის სტანდარტი. აგრეთვე  პროექტის  ზოგადი ,თემატური და შინაარსობრივი კითხვები. დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

Saturday, October 6, 2018

ტრენინგის მე-2 დღე

                               რეფლექსია

ტრენინგის მე 2 დღე საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. დღევანდელი დღე დავიწყეთ საქაღალდის ჩამოტვირთვითა და განხილვით.
პროექტის მთავარი მიზანი არის გაუადვილოს  და დაეხმაროს მასწავლებელს პროექტების განხორციელება, ხოლო მოსწავლეებში გაზარდოს დაინტერესება  სწავლისადმი.განვიხილეთ ინტელის რესურსებიდან ერთ-ერთი -  ბუკლეტის დამზადება. გავეცანით პროექტის შაბლონს. ამის შემდეგ კი ჯერ ხელით დავამზადეთ  ჩვენი  პროექტის შესაბამისი   რესურსი ,ხოლო შემდეგ  ეს ყველაფერი დავამზადეთ ელექტრონულად.
 ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტის მიზნები   და    განსახორციელებელი აქტივობები . ჩემი პროექტი მიეკუთვნება სასწავლო პროექტების რიგს  და  გავითვალისწინე საგნის სტანდარტი(ქართული   , ბუნება). მივიღე ჩემტვის საჭირო  და აუცილებელი ინფორმაცია.

Friday, October 5, 2018

დღე პირველი

                    ინტელის  ტრენინგის   პირველი    დღე
2018 წლის   5 ოქტომბერს  დავესწარი ინტელის  ტრენინგს.  პირველი დღე იყო ძალიან საინტერესო  და  მნიშვნელოვანი.  ტრენინგის მიმდინარეობისას   კიდევ ერთხელ დავრწმუნდი   სასწავლო პროცესში  პროექტებით  სწავლების  მნიშვნელობაში .  იგი მოსწავლისათვის სახალისოს და საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს. მასწავლებელი კი  კიდევ უფრო  ზუსტად  ადგენს მოსწავლის საჭიროებებსა  და პრობლემებს.
პრეზენტაციის  მიმდინარეობა:
  პრეზენტაცია-   დაიწყო  ტრენინგის  გეგმის  გაცნობით.

  •     მონაწილეთა  გაცნობა 
  • პროგრამა  VIEWER-  გაცნობა   და ღილაკების დახასიათება

  • გონებრივი იერიში ,,  21 საუკუნის უნარების გაცნობა''
  • მნიშვნელოვანი პუნქტების მონიშვნა და გაფერადება.
  • დისკუსია  ,,21 საუკუნის  უნარები''
  • პროექტზე   მუშაობის  ნავიგაცია.
  • პროექტი  ,,რომეო და ჯულიეტა''.
  • დღის შეჯამება და შეფასება.
  • საშინაო დავალება.