Saturday, June 2, 2018

ვაზი და გლეხი

გაკვეთილის გეგმა
 მასწავლებლის სახელი, გვარი პირადი ნომერინატო გურული
სწავლების საფეხური/ კლასი:  დაწყებითი   მე-3 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობ: 14
გაკვეთილის თემა:      ვაზი     და  გლეხი
გაკვეთილის მიზანი:   
  •  მოსწავლემ   შეძლოს  სდანდარტით  განსაზღვრული  სხვადასხვა  ტიპის  ტექსტის  წაკითხვა  და  გაგება  - გააზრება
  • ტექსტის  ლექსიკურ მხარეზე  მუშაობა
  • უცხო სიტყვების  განმარტება.
  • წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულებების გამოხატვა
  •  მსჯელობა  ნაწარმოების მთავარ პერსონაჯებზე.
  •   შემაჯამებელი დასკვნების ერთად გამოყენება.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
ვერბალური კომუნიკაცია
მთელი კლასი
პროექტორიდაფა, ცარცი,ქსეროქსი.
2 წუთი
A   ფაზა-გამოწვევა
მასწავლებელი პროექტორის საშუალებით აჩვენებს მოსწავლეებს სლაიდს და სვამს შეკითხვებს: რა საერთო აქვს ამ სურათებს ერთმანეთთან?(სლაიდზე ნაჩვენებია  ყურძენი, ჩურჩხელა, თათარა, ღვინო, ვენახი)
მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს  და პოულობენ საერთოს სლაიდებს შორის.


გონებრივი იერიში
მთელი კლასი
3 წთ
B ფაზა
დასაწყისში მასწავლებელი
კითხულობს  გაკვეთილის სათაურს, შემდეგ კი მოსწავლეების დახმარებით ვავსებ  ვარაუდების რუქას. ,,კაუჭები,,  მასწავლებელი იწყებს ტექსტის კითხვას პაუზებით  და პარალელურად  მასწავლებელი ავსებს ვარაუდების  სქემის დანარჩენ ნაწილებს.
ტექსტს  მასწავლებელი  კითხულობს  პაუზებით  
შემდეგ კი კითხულობენ მოსწავლეები  გაგრძელებით.მოსწავლეები მარკირების მეთოდით  მონიშნავენ უცხო სიტყვებსა და გამონათქვამებს. მასწავლებელი   ბავშვებთან ერთად განმარტავს უცხო სიტყვებს ,,გამონათქვამთა გამომძიებლისსქემის
მიხედვით.(დანართი 2).
ვერბალური კომუნიკაცია         
მთელი კლასი
დანართი 1
 15წთ
მასწავლებელი სვამს კითხვებს:                             1.  რა ჰქვია მცენარეს რომელიც  ყურძენს ისხამს?   
2.  რა სამუშაოები სჭირდება ამ მცენარეს იმისთვის, რომ კარგი  მოსავალი მოგვცეს?     3. ვაზო შვილივით ნაზარდო’’-როგორ  გესმის  ეს გამოთქმა?
4. რატომ გადაწყვიტა  ვაზმა  გლეხკაცის გახარება?                        
5. რატომ   შეწუხდა ვაზი რთველის შემდეგ?    6.როგორ შეაფასებდი გლეხკაცის  საქციელს?
 7.მომდევნო წელს გლეხმა უხვი მოსავალი ვეღარ აიღო.რატომ?                             8. როგორია გლეხი ამ მოთხრობის  მიხედვით?   
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი

7წთ
მოსწავლეები ,, სიტყვის  პირამიდის”’ გამოყენებით განმარტავენ სიტყვა  გულხარბის  მნიშვნელობას(დანართი 3)
,,სიტყვის პირამიდა"
მთელი კლასი
 დანართი
3 წთ
ჯგუფური მუშაობა: მასწავლებელი  კლასს ყოფს 3 ჯგუფად  ნახატის მიხედვით , რომელზეც  გამოსახულია  სხვადასხვა ფერის   ყურძენი.( კლასი იყოფა სამ ჯგუფად) . მასწავლებელი  ჯგუფებს აძლევს ინსტრუქციას,სხვადასხვა დავალებას და
განუსაზღვრავს  დროს . ჩასვან  სიტყვა ვაზი  გამოტოვებულ  წინადადებებში შესაბამისი ფორმით.  (დანართი  4)

ჯგუფური  მუშაობა.
ფერადი  ფურცლები.
ნახატები  ყურძნის გამოსახულებით.
3წთ


No comments:

Post a Comment